ამანტე ნარიყალას ისტორია და მემკვიდრეობა

ნარიყალას ციხის გალავანი თბილისს გვირგვინივით ადგას. ლეგენდის თანახმად, ნარიყალა ქალაქის დამფუძნებელმა, მეფე ვახტანგ გორგასალმა ააშენა, ხოლო სახელი „ნარინ ქალა“ (პატარა ციხესიმაგრე), მას მრავალი წლის შემდეგ, მონღოლმა დამპყრობლებმა დაარქვეს.

ნარიყალა მტკიცე კედლების მქონე,კოშკებითა და ბასტიონებით გამაგრებული, რთულად ასაღები ციხე იყო, რომლის შიდა ტერიტორიაზეც მე-18 საუკუნემდე მეფის სასახლე იყო განლაგებული. ციხესიმაგრე ასწლეულების განმავლობაში იცავდა ქალაქს მტრის თავდასხმებისგან.

დღეს ნარიყალა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აქედან იშლება პანორამა თბილისის მწვანე ფერდობებსა და დაბლობებზე, მტკვარსა და  ფერადაივნიან შენობებზე. კლდის უბნიდან საბაგიროს საჰაერო ხედების თანხლებით ჩაჰყავხართ რიყის პარკში.

ნარიყალას მიმდებარე ქუჩები, ისევე როგორც დანარჩენი ძველი თბილისი, მრავალი კულტურებისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების ამბავს გვიყვება სამი რელიგიის თანაარსებობის პერიოდში. წმ. ნიკოლოზის ეკლესიას მეჩეთისაგან ორი ნაბიჯი აშორებს, იქვე ახლოსაა სინაგოგაც. ძველი ტაძრები ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობია და ქალაქის სტუმრებისთვის — მარტივად აღმოსაჩენი, მაგრამ ისტორიული კლდის უბნის-ამჟამინდელი სოლოლაკის ქუჩებში დავიწყებულ ძეგლებსაც იპოვით. ერთ-ერთი ასეთი მარგალიტია მე VII საუკუნით დათარიღებული უძველესი “ცეცხლის ტაძარი”- ათეშგა.

ათეშგა გომის ქუჩაზე, ნარიყალას მიმდებარედ აგებული ზოროასტრიული სალოცავია, სადაც მრავალი ასწლეულის წინ მუდმივად ენთო ცეცხლი — მაზდეანობის მიხედვით წმინდა სტიქია და განწმენდის სიმბოლო. კვადრატული ფორმის გუმბათებიანი ათეშგა საქართველოში სპარსული იმპერიის გავლენის პერიოდს ემთხვევა, როდესაც ქართლში ზოროასტრიზმი ქრისტიანობამდელი  რელიგია იყო.

ცეცხლის ტაძარმა თავდაპირველი სახით ვერ მოაღწია ჩვენამდე.
მე -18 საუკუნეში გაბატონებულმა თურქებმა მას კუბის ფორმის აგურის შენობა გადააფარეს და მეჩეთად გადააკეთეს.

თუმცა, ათეშგას შიგნით შემორჩენილი მისტიკური სიმბოლიკა ქალაქის მდიდარ და ფერად წარსულში გვაბრუნებს.დღეს ათეშგას კედლები ორივე რელიგიის ისტორიას ინახავს.

სწორედ ამ ჯადოსნურ გარემოში, ისტორიების და ლეგენდების ეპიცენტრში ამაყად დგას “ამანტე ნარიყალა”.
20 ნომრიანი, მყუდრო სასტუმრო რომელსაც ზემოდან სიამაყით თბილისის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ქართლის დედა გადმოჰყურებს.
სასტუმრო ამანტე ნარიყალა გარშემორტყმულია ულამაზესი ხედებით და Ქალაქის  ღირსშესანიშნაობებიდან რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.

ამანტეს ფასადი, ჩუქურთმებიანი აივნებითა და აგურის გალავნით კალას გადაჰყურებს, ხოლო მოხდენილ ინტერიერს რეტრო ელემენტები და მკვეთრი ფერები ამშვენებს.

google sites unblocked funny shooter 2 unblocked yohoho paper.io unblocked unblocked games drive mad unblocked unblocked games at the school github.io unblocked unblocked io games
evden eve nakliyat ücretleri şehirler arası nakliyat ücretleri
yasbetir1.xyz winbet-bet.com 1kickbet1.com 1xbet-ir1.xyz hattrickbet1.com 4shart.com manotobet.net hazaratir.com takbetir2.xyz 1betcart.com betforwardperir.xyz betforward-shart.com betforward.com.co betforward.help betfa.cam 2betboro.com 1xbete.org 1xbett.bet romabet.cam megapari.cam mahbet.cam وان ایکس بت بت فوروارد