24/7 დესკის მომსახურება

24 საათიანი დესკის თანამშრომელი დაგეხმარებათ სრულყოფილად დაგეგმოთ თქვენი აქტივობები.
იქნება ეს რესტორნისა და ბარის ჯავშანი, ქალაქის ტური თუ სხვა ღირშესანიშნაობების დათვალიერება.

მოთხოვნის საფუძველზე სასტუმროს შეუძლია ტრანსპორტირების სერვისით უზრუნველყოფა.
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს გადაადგილებაზე სასტუმროდან ნებისმიერი ლოკაციის მიმართულებით.
წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ქალაქის ტურის დაგეგმვა.

დასუფთავება

სუფთა და კომფორტული ოთახი აუცილებელია სასიამოვნო დასვენებისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს  სისუფთავეს თქვენს ოთახში.

მომსახურების სამუშაო საათები:

დილის 9:00-დან საღამოს 18:00-მდე;

თეთრეულის გამოცვლა – ყოველ მესამე დღეს, ან მოთხოვნით.

ტერასა და ბარი

ამანტეს ტერასა, რომლის სიამაყეც ქალაქის პანორამული ხედებია, მუშაობს ყოველდღე შუადღიდან დილის 3 საათამდე და გთავაზობთ სასმელებისა და კოქტეილების ფართო არჩევანს. ამანტეს ტერასა იდეალური გარემოა როგორც ვიწრო შეკრებებისთვის, ისე დღესასწაულების აღნიშვნებისათვის, როგორიცაა დაბადების დღეები ან მცირე ზომის ქორწილები. გარდა ამისა, ტერასა ემსახურება ისეთ აქტივობებს, როგორიცაა იოგა და პილატესის სესიები. გარე აქტივობების საშუალებით სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა, ივარჯიშონ ფიზიკურად და ამავდროულად დატკბნენ ქალაქის თვალწარმტაცი ხედებით.

განსაკუთრებული უპირატესობები ჩვენი სტუმრებისთვის

15% ფასდაკლება საჰაერო ბუშტზე

15% ფასდაკლება საჰაერო ბუშტზე

Toti.ge-ს 10%-იანი ფასდაკლება

Toti.ge-ს 10%-იანი ფასდაკლება

2+1 კოქტეილი.

2+1 კოქტეილი.